"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დიალოგის პროცესში ყველაზე აქტუალური საკითხებიდან ერთმა შედარებით უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა, რომელია ეს საკითხი, არ აკონკრეტებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და ხვალისთვის ჩამოყალიბებულ, კონკრეტულ პოზიციას გამოაცხადებენ.
"ყველა თემაზე ვისაუბრებთ, რაც უკავშირდება დიალოგს, მათ შორის, დღეს რაც დაისვა, იმაზეც გვექნება საუბარი. ყველაზე აქტუალური თემები რაც არის, ყველამ ვიცით, თუმცა, მათგან ერთი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ დეტალებს ვერ გავშლი. დღეს შევიკრიბებით გუნდში და ხვალ უკვე გვექნება ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია,"-აცხადებს კობახიძე.