19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
იმერეთის რეგიონში Pfizer-ით ვაქცინაცია ხვალ დილიდან დაიწყება

იმერეთის რეგიონში "ფაიზერით" ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება. ამ დროისთვის 1344 ჯავშანია გაკეთებული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამსახურის ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმით, ვაქცინაცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დილიდან დაიწყება.

მისივე შეფასებით, საწყისი ეტაპისთვის ნორმალური აქტივობაა. პარალელურად მიმდინარეობს "ასტრაზენეკათი" აცრის პროცესი.

ამ დროისთვის რეგიონში 350-მდე პირია აცრილი. ამ დრომდე რამე სახის გართულება არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები