საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატი - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი რიჩარდ ტიბელსი ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს.