ევროპარლამენტარები ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები - ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საქართველოში უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაუარესებისგან.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგებისთვის და თავი შეიკავონ უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან.
ნებისმიერი ძალისხმევა ღირს ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელიც გაიმართა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის - კრისტიან დანიელსონის მიერ.
ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების ცენტრში დააყენონ.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი აიღებს პასუხისმგებლობას და გამონახავს გზას არსებული კრიზისიდან. ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან ღრმა ურთიერთობისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველომ ეს გზა გააგრძელოს.
მნიშვნელოვანი წინსვლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობის განცდით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეეძლებათ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი როლები.
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი”, - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.