07 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
დღეს "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

დღეს, 7 საათზე, "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭოზე გუნდი ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში დაყენებულ საკითხებზე იმსჯელებს. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გუნდის მკაფიო და კონკრეტული პოზიცია ხვალ გასაჯაროვდება. 

დღის ამბები