"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდა გამორიცხულია.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით დათმობა პოლიტიკური დევნის გაგრძელებისთვის მწვანე შუქის ანთება იქნება.
"ბრიფინგი არ ეხება გირაოს გადახდას, ამიტომ, ეს საკითხი გამორიცხულია, რადგან ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა იმიტომ, რომ მწვანე შუქი არ აუნთო ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას, ეს საკითხი გამორიცხულია.
მიუღებელია ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით რაიმეს დათმობა, რადგან ეს იქნება მწვანე შუქის მიცემა პოლიტიკური დევნის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის,"-აცხადებს მინაშვილი.