პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლების დამარცხებისთვის ყველაფერზე წამსვლელი არ არის.
"მესმის "ქართული ოცნების" ლოგიკა, რომ ისინი ეპოტინებიან ძალაუფლებას და ძალიან უჭირთ მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისზე წამოსვლა. მათთვის ძალაუფლება ყველაფერია და მის გარეშე არცერთი მათგანი დიდ პოლიტიკურ წონას არ წარმოადგენს და ყველაფერს აკეთებენ ამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
რაც შეეხება ოპოზიციას, მე არ ვიცი ვის რა მოტივები აქვს, მაგრამ "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლების დამარცხებისთვის ყველაფერზე წამსვლელი არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და ღირებულებები. ქართული პოლიტიკა ანგელოზებიანი საკრებულო არ არის, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხარეს, ამის ილუზია არ შევიქმნათ ჩვენ. გამოვედით ტოტალიტარული სისტემიდან და რადიკალიზაცია ჩვენი პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ხელწერაა,"- განაცხადა "დღის კურიერში" პაატა მანჯგალაძემ.