17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ნიკა მელიას საკითხი გაცილებით მარტივადაა, მას შეუძლია გირაოს გადახდა და თავისი სტატუს-კვოს აღდგენა - ირაკლი ქადაგიშვილი მელიასა და რურუას პატიმრობაზე

კრისტიან დანიელსონთან მორიგი შეხვდრის შემდეგ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მათთვის ისევ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. 

ოპოზიციის ამ მოთხოვნის ფონზე დღეს ევროპელი მედიატორი კიდევ ერთხელ შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. "დღის კურიერის" კითხვაზე, ხომ არ განიხილება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების საკითხი, პასუხი უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გასცა.

მისი თქმით, სხვის ნაცვლად პასუხის გაცემა გაუჭირდება, თუმცა ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდა ამ კუთხით ვითარებას გარკვეულწილად განმუხტავდა, თუმცა ირაკლი ქადაგიშვილმა აქვე დასძინა, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკოსი არღვევს კანონს, სახელმწიფო ვერ შეძლებს მას ამ კანონდარღვევაზე შესაბამისი პასუხისგება არ მოსთხოვოს. 

"მე სხვის ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გირაოს გადახდა და ამ კუთხით სიტუაციის განმუხტვა სავსებით შესაძლებელია. აქ არის მეორე თემა - რატომ არის გიორგი რურუა ჩათვლილი პოლიტპატიმრად, რა ნიშნით არის ჩათვლილი ეს ადამიანი მიკუთვნებული პოლიტიკოსს და პოლიტპატიმარს.

ნიკა მელიას საკითხი გაცილებით მარტივადაა იმ გაგებით, რომ მას შეუძლია გირაოს გადახდა და თავისი სტატუს-კვოს აღდგენა.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო პროკურატურის მოთხოვნა "გაგვეტარებინა" მარტივად რომ გითხრათ, არანაირი რეაგირება არ მოგვეხდინა, მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი - ჩვენ ისე გვაქვს დაკარგული აღქმა კანონის, სახელმწიფოსი, სამართლიანობის, ადამიანების უსაფრთხოების განცდისა, რომ ვერც კი ვხვდებით რას ვლაპარაკობთ ხშირ შემთხვევაში. ანუ, ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა ასე - "ქართულ ოცნებას" თუ გვაწყობს, ოპოზიციის ამ ხუშტურს გავატარებთ, ჩვენ კომფორტულად ვიქნებით? ამას ყოფილი პრემიერმინისტრი ძალიან კარგად აცნობიერებდა და მისი პოზიცია ჩვენთვის ოფიციალურად იყო გაჟღერებული, რომ მისთვის, როგორც მოქალაქისთვისაც, პოლიტიკოსისთვისაც და პრემიერისთვისაც მიუღებელი იყო, რომ სახელმწიფოში კანონს საჯაროდ არღვევდეს, მოუწოდებდეს ხალხს ასეთი დარღვევისკენ და ამაზე სახელმწიფოს უნარი არ გააჩნდეს, რომ პასუხი გასცეს,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

 

 

 

დღის ამბები