17 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
მოლაპარაკებებში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე ანდრიუს კუბილიუსის განცხადება არც ერთი პარტიისთვის მისაღები არ არის
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე ანდრიუს კუბილიუსის განცხადება არც ერთი პარტიისთვის სრულად მისაღები არ აღმოჩნდა.
 
ორი ლიდერის ერთ კონტექსტში ხსენება მიუღებელია როგორც "ოცნებისთვის", ასევე ყოფილი მმართველი პარტიისთვის.
 
ევროპარლამენტარი კი საკუთარ პოზიციას იმით ხსნის, რომ ორივე პარტია გადაწყვეტილებებს მაინც ამ ორი პოლიტიკოსის გავლენით იღებს, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსის ამ მიდგომას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თითქმის არავინ იზიარებს.
 
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე გასულ კვირას განაცხადა. ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ  რეალურ ლიდერებს შორის დიალოგი პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
დღის ამბები