08 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
ახმეტაში ავარიის დროს 4 ადამიანი, მათ შორის 2 მოზარდი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში ავარიის დროს 4 ადამიანი, მათ შორის  2  მოზარდი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები თელავის საავადმყოფოში მოათავსეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები