დასავლეთის ყურადღება ისევ თბილისისკენ არის მომართული. სწორედ ახლა და აქ, სასტუმრო ჰილტონში წყდება არა მხოლოდ საქართველოს მომავალი პოლიტიკური დღის წესრიგი, არამედ სასწორზე დევს ევროპის პრესტიჟი და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის პარტნიორობა. ინტენსიური მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
2 შეხვედრა "ნაციონალურ მოძრაობასთან", 2 შეხვედრა "ქართულ ოცნებასთან" და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს ორი სხდომა.
მოლაპარაკების მაგიდასთან ქართული პოლიტიკური სპექტრის პირისპირ უკვე ხუთი გამოცდილი უცხოელი დიპლომატი ზის. მედიაციაში დღეს ევროკავშირის კიდევ ერთი წარმომადგენელი ჩაერთო, თუმცა ჯერჯერობით არავინ ამხელს, ამჯერად რა სახის დოკუმენტზე მიდის მუშაობა საქართველოში დაბრუნებული შვედი დიპლომატის ინიციატივით.