02 სექტემბერი 2026,   09:56
ვრცლად
არ გამოვრიცხავთ, რომ დოკუმენტაცია კლინიკა "იმედმა" გააყალბა - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი 

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები კვლავ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების და სამედიცინო ისტორიის სრულყოფილი მონაცემების მოლოდინში არიან.

მათი თქმით, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით საეჭვო კითხვებს ბადებს.

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ჭიანურდება.

"სამედიცინო დოკუმენტაციაში არის გაყალბებული დროები, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს არის თავად კლინიკა "იმედის" გაყალბებული სამედიცინო დოკუმენტაცია," - აცხადებს ნინო ამაღლობელი.

ოჯახი გამოძიების დროულ და ობიექტურ წარმართვას ითხოვს.

დღის ამბები