ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 281 145 გახდა.
გამოჯანმრთელდა 298 ადამიანი, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 272 899-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 8 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3773-ია
ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 751 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 23 361 PCR ტესტით 7390.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2,19%, ბოლო 14 დღის - 1,69%, ბოლო 7 დღის -1,6%-ია.