საქართველოში შვედეთის ელჩი, პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. ის ევროკავშირის მედიაციით, მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს "ტვიტერზე" ეხმაურება და პროცესს მხარდაჭერას უცხადებს.
ელჩი წერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა საქართველოს უფრო გააძლიერებს.
"სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას. ეს საქართველოს უფრო გააძლიერებს,"- წერს შვედეთის ელჩი.