17 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
კრისტიან დანიელსონი, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ევროკავშირის ოფისში უკვე მივიდნენ

პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიატორების ჩართულობით მოლაპარაკებები გრძელდება. ევროკავშირის ოფისში უკვე მივიდნენ კრისტიან დანიელსონი, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები.

სავარაუდოდ, დღევანდელი დღე უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაძლოა, გადამწყვეტი დღე ამ მოლაპარაკებების პროცესში. კრისტიან დანიელსონმა მკაფიოდ დააანონსა, რომ სწორედ დღეს უნდა დაიდოს მოლაპარაკების მაგიდაზე დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც არ იქნება მხარეებს შორის დამარცხებული ან გამარჯვებული და იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. 

დღის ამბები