02 სექტემბერი 2026,   08:31
ვრცლად
რატომ არ დაუშვეს სამოქალაქო აქტივისტები სხდომაზე - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტება

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დარბაზში არ იყო შესაბამისი რაოდენობის თავისუფალი ადგილები, რის გამოც მოქალაქეებს დასწრების უფლებას ვერ მისცემდნენ.

საკრებულო ერთ-ერთ საკითხად დღეს სანაპირო ზოლის გარკვეული მონაკვეთის გასხვისებას განიხილავდა, სწორედ ამ საკითხის მიმართ ჰქონდათ მოქალაქეებს კითხვები.

საკრებულომ მოგვიანებით ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნით საკითხი დღის წესრიგიდან დროებით ამოიღო. უმრავლესობის განმარტებით, ამ საკითხზე ბულვარის განაშენიანების გენგეგმის განხილვის დროს იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ხმაური იყო დღეს ბათუმის საკრებულოში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები