17 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, რომ მმართველი გუნდი მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. 

"საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას. შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა,"- წერს არჩილ თალაკვაძე. 

 

 

დღის ამბები