17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი ყველა საკითხზე - სერგო ჩიხლაძე 

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისგან გონივრული კომპრომისის მოლოდინშია. მისი თქმით, მთავარი პრინციპია, კომპრომისი იყოს ორმხრივი ყველა საკითხზე. 

"ჩვენ მთელი ამ დღეების განმავლობაში, წინა რაუნდის შემთხვევაში, მათ შორის, მედიატორებმა ძალიან კარგად გაიგეს, როგორ ხედავს გამოსავალს ოპოზიციის მხარე, როგორ ხედავს ხელისუფლება და ერთგვარი მედიაცია ზუსტად ეს არის, ესეთი მოლოდინი გვქონდა ჩვენ, ყველა მხარეს, რომ გარკვეული შუალედური ვარიანტი, რომლითაც მეტ-ნაკლებად ორივე მხარე იქნება კმაყოფილი და არც ერთი არ დარჩება ხელცარიელი, ასე ვთქვათ.

მთავარია პრინციპი, რომ კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი ყველა საკითხზე, რომელიც განისაზღვრა ჯერ კიდევ შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს.

იგივე ჩარჩო-დოკუმენტზე მიდის მუშაობა, იმიტომ, რომ ეს საკითხები განისაზღვრა და ყველა მოთამაშე შეთანხმდა ამ საკითხზე. მათ შორის, "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და თვითონ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ხედავს თუ არა შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს - სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. 

"ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, წინასწარ დავიწყებ გამოცნობას, ძნელია საუბარი, შეიძლება სიურპრიზი იყოს, გააჩნია რა იქნება დოკუმენტში, ვინ როგორ შეხედავს, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები