"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროკავშირის ოფისში მივიდა, სადაც კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა დაიწყოს. ელისაშვილი ამბობს, რომ შეთანხმება ხალხს და ქვეყანას სჭირდება.
"ვინმეს თუ უნდა რეალურად ქვეყანაზე და ხალხზე ვიფიქროთ, ეს არის ის შესაძლებლობა და ის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის - არა.
ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ეს კრიზისი ან ასე გადაწყდეს, ან - ისე. უხერხულია უბრალოდ ქვეყნის წინაშე და ქვეყნის მეგობრების წინაშე და ხალხის წინაშეა სირცხვილი, რომ ხალხს აქვს რეალური პრობლემები თავისი და ამ დროს, ნახევარი წელია მიდის ეს გაუთავებელი რაღაც,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.