17 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
გამოსავალი უნდა მოინახოს - მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ მხარები შეთანხმდებიან

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ მხარები შეთანხმებას შეძლებენ.

"მე ვფიქრობ, რომ ამდენი ხნის კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობდა და ამ სიმძიმის ეპიცენტრის გადმოტანა ევროპიდან საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, მაინც უფრო მიმანიშნებს, რომ გამოსავალი უნდა იქნას ნანახი," - აღნიშნა ხაზარაძემ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ერთობლივი შეხვედრა 5 საათზე გაიმართება. 

 

დღის ამბები