17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს დიდი ხანია გადაწყვეტილი ექნებოდა ყველაფერი - გიორგი ვაშაძე 

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე იმედს იტოვებს, რომ მედიატორების მხრიდან იქნება ისეთი შეთავაზება,  რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ქართული ოცნებისთვის. ამის შესახებ მან განცხადება შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა, რომელიც ევროკავშირის ოფისში უნდა შედგეს. 

"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიციები. მე იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი შემოთავაზება მედიატორების მხრიდან, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ქართული ოცნებისთვის.

ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, ხუთივე საკითხი. პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამისი კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ.

ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, პირდაპირ გეტყვით, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს დიდი ხანია გადაწყვეტილი ექნებოდა ყველაფერი,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

 

 

დღის ამბები