17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
კრისტიან დანიელსონის მიერ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტით, იმედია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება - დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე ვარაუდობს, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. 

"მე პარტიის სახელით არ ვსაუბრობ. ამ მოლაპარაკებაში "ევროპული საქართველოს" სახელით არ ვმონაწილეობ. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები იქნება, ალბათ დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, დაველოდოთ მედიატორი როგორ განსაზღვრავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება, მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც საზოგადოებას ვაცნობებ,"- აცხადებს დავით ბაქრაძე.

ამ წუთებში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ერთმანეთს ხვდებიან.  ევროპელი დიპლომატი მხარეებს წარუდგენს დოკუმენტს, რომლის შინაარსი ამ დროისთვის როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის უცნობია. 

დღის ამბები