17 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ნამდვილად არ ვარ განწყობილი, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად  კომპრომისს მონახავენ და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან  სანქციების დაწესების აუცილებლობა არ დადგება:

"მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის მიმართ, მე არ ვარ მომხრე და ნამდვილად არ ვარ განწყობილი, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს, იმიტომ, რომ მაინც მგონია, რაღაც კომპრომისს უნდა მივაღწიოთ, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობაა, ალბათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ნაბიჯსაც გადადგამენ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები