17 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
შალვას განცხადებები პირდაპირ ჯდება იმ ნარატივში, რასაც მკაფიოდ აყალიბებს ხოლმე მიხელ სააკაშვილი - მმართველი გუნდი ნათელაშვილის წერილზე

შალვა ნათელაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს აკრიტიკებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჯორჯ კენტის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ერთი კვირის წინ სენატში გააკეთა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ სამაჯურის მოხსნით კანონი დაარღვია და რომ "ქართული ოცნება" ევროატლანტიკურ კურსს ინარჩუნებს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ კენტი მმართველ პარტიას ამართლებს.

ნათელაშვილის ღია წერილს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და ხელისუფლებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის აზრებს ახმოვანებს.

"ცალკეულ პოლიტიკოსს შეიძლება ჰქონდეს ხისტი განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ კარგად იცის ქართულ საზოგადოებაში, როგორ მოხდა ნიკა მელიას დაკავება, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

"შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლური განცხადებები არ არის ახალი და რასაც ბატონ კენტთან დაკავშირებით აკეთებს, ამაში სიახლე არაფერია და ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, რომ ფანჩატურის მთელი ოპოზიცია ერთიან განცხადებებს აკეთებს ხოლმე და შალვას განცხადებები პირდაპირ ჯდება იმ ნარატივში, რასაც მკაფიოდ აყალიბებს ხოლმე მიხელ სააკაშვილი, ახმოვანებს ხოლმე იმას, რასაც სააკაშვილი უკვეთავს,"- ამბობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. 

შეგახსნებთ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კენტს ღია წერილით გუშინ მიმართა და "ქართული ოცნების" ლობირებაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები