პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი, რასაც ოპოზიცია მიმართავს, მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაზე მიუთითებს.
მისი თქმით, როგორც კი საკითხზე მუშაობა დასრულდება, ისინი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
"ულტიმატუმების ენით საუბარი, რაც ვერ მოიშალა და არ მოიშალა ოპოზიციამ, მკაფიოდ მეტყველებს მათ განზრახვაზე, რომ ჩაშალონ მოლაპარაკება. ჩვენი ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ მოლაპარაკებების იმ ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც გულისხმობს, რომ არ გავახმაუროთ წინასწარ რაზე მიდის მოლაპარაკება. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს აეხდება ფარდა, იმიტომ, რომ მე მგონი მოახლოვდა ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ყველაფერი ითქმება ხმამაღლა. თუ შედეგით დამთავრდა, ხომ ისედაც ღია იქნება, თუ არ დამთავრდა შედეგით, მოვალენი ვიქნებით ყველაფერი ვუთხრათ საზოგადოებას. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ოპოზიციაც წამოვა კომპრომისებზე,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.