პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა სხვა სიბრტყეში გადაინაცვლოს, რისთვისაც ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას შეუძლია არ აღიაროს არჩევნების შედეგი და საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად პარლამენტიდან იბრძოლოს.
"ოპოზიციას შეუძლია არ აღიაროს არჩევნების შედეგები, აღიაროს უბრალოდ დე ფაქტო სიტუაცია, დე ფაქტო მოცემულობა. მით უმეტეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამას გვეუბნებიან და, ამ რისკების გათვალისწინებით, დასავლეთის თხოვნით, დათანხმდნენ კრიზისის გადატანას პარლამენტში. არ მოხსნან დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების საკითხი და გააგრძელონ ქუჩაში გასვლა. გამოსვლა პარლამენტიდანაც შეიძლება, ცალმხრივი მოძრაობა ხომ არ არის, იქ ტრიბუნა ექნებათ, მეტი შესაძლებლობა ექნებათ და თუ იქ ვერ მიაღწევენ იმას, რაც უნდათ, მერე გამოვიდნენ ქუჩაში,"-აცხადებს ხუხაშვილი.