17 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
გიორგი გახარიამ კარგი მიზეზი მოძებნა "ოცნებიდან" წასასვლელად - ლადო ბოჟაძე ნიკა მელიას საქმეზე

"სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის თქმით, გიორგი გახარიასთვის ნიკა მელიასთან დაკავშირებული მოვლენები ოცნებიდან წასასვლელად კარგ მიზეზად იქცა. ამის შესახებ ლადო ბოჟაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"მისთვის ალბათ კარგი იყო, იმიტომ, რომ კარგი მიზეზი მოძებნა ოცნებიდან წასასვლელად," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა შეუთანხმებლობა დაასახელა. რამდენიმე დღის წინ კი გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა და ამ მხრივ გააქტიურება დააანონსა.

დღის ამბები