პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დამთავრდება მოლაპარაკებები, დასავლეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება არაპრაგმატული ნაბიჯი იქნება, რადგან რეგიონში საქართველოს მსგავსი დასაყრდენი არ ჰყავს.
მისივე შეფასებით, ამას კარგად აცნობიერებს "ქართული ოცნების" გუნდი და შეიძლება ამითაც იყოს გამოწვეული მათიხისტი პოზიცია მოლაპარაკებების პროცესში.
"ქართული ოცნება" კიდევ რამე სისულელეს თუ არ ჩაიდენს, როგორიც იყო, ჩემი აზრით, მელიას დაკავება - ნაჩქარევი, უაზრო შეცდომა - მათ საკმაოდ ძლიერი პოზიციები ექნებათ ამ მოლაპარაკებებში. არაა გამორიცხული, გადაიბირონ რომელიმე პატარა პარტია, პარლამენტში შეიყვანონ და ამით ძალიან დაარტყან ოპოზიციას, რადგან თუ კიდევ ერთი პარტია პარლამენტში შევიდა, ჩათვალეთ, რომ ამ ეტაპზე, ოპოზიციამ ბრძოლა წააგო,"-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.