გამოცემა "პუბლიკას" მიერ გამოქვეყნებულ შეთანხმების სავარაუდო პუნქტებზე, რომელიც კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტშია აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე "ჭორის დონეზე გავრცელებულს" უწოდებს.
"გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, დღის დასაწყისში არაერთი შეხვედრა გაიმართა და არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სარწმუნო ვერ იქნება. ეს არის სხვადასხვა წყაროზე, ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაცია. მე ვერ გეტყვით, რეალურად, დოკუმენტში რა წერია. ეს იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ მოლაპარაკების პროცესში, იმ შენობაში იმყოფებიან," - განაცხადა გივი მიქანაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.