მოძრაობის "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას რომ ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს, უფრო მეტად კომპრომისულ შეთანხმებაზე მოუწევდა ხელისუფლებას წამოსვლა, თუმცა ოპოზიცია ხალხის მოთხოვნებს დაშორდა და ხალხს 5 თვეა ქომაგი არ ჰყავს, შესაბამისად, არც ხალხის მხრიდან აქვს ოპოზიციას თანადგომა:
"დღევანდელ ვითარებაში ამაზე ხელმოწერა კი იქნებოდა არასწორი ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ იქ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი მოგება პროცესიდან არაა, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი ძალიან ბევრია. ჭკუის სასწავლებელი ისაა, რომ იქ რომ 10 ათასი კაცი იყოს მობილიზებული, რომელიც უქომაგებს ოპოზიციის მოთხოვნებს, ეჭვი ხომ არ გეპარებათ რომ მეტად კომპრომისული პუნქტები იქნებოდა ხელისუფლებისგან. ოპოზიციამ უნდა ისწავლოს ჭკუა ამ პროცესებისგან, ოპოზიციამ აირჩია არასწორი ტაქტიკა, მთავარი მდგენელი, რომელიც ამ პროცესში უნდა ყოფილიყო ოპოზიციის მხარეს, არის ხალხი და ხალხი გამოტოვებული ჰყავს ოპოზიციას. 5 თვეა მთელი პროცესები მიდის ქვეყანაში და ხალხს ქომაგი არ დარჩა, როდის ჰქონდათ ხალხთან ბოლო შეხვედრა ამ ადამიანებს, რომელიც შესულია დღეს შეხვედრაზე," - განცხადა ანა დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.