კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მხარეებს შორის კომპრომისი მიღწეულიყო. მედიატორი აცხადებს, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს კრიზისის დასაძლევად.
"სამწუხაროდ მაგიდასთან დღეს არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ კომპრომისი მიღწეულიყო. მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული.
მე მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი თუ რამდენად ელოდებოდით თქვენ თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. მაგრამ, ასევე, მე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მსვლელობაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასიამოვნო წინადადებები შემოიტანეს და ასევე, მედიას ჰქონდა ძალიან მაღალი დონე ამ ყველაფრის გაშუქების და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა.
როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდები, მე ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ.
ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე," - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.