17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
3 საკითხზე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა შეთავაზებას - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია 5  პუნქტიდან 3 პუნქტზე თანხმობას აცხადებდა და ამასთან, დანარჩენ 2 საკითხზეც მმართველ პარტიას კომპრომისულ ვარიანტებს სთავაზობდა.

აღნიშნული განცხადება სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციის უშედეგოდ დასრულებული დიალოგის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

"5 პუნქტი არსებობდა შეთანხმების სამოქმედო რუკაში. აქედან, 3 საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა შეთავაზებას და არსებობდა 2 საკითხი, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემაზე, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი წინადადება შეეხება იმას, რომ თუ ჩვენ შევთანხმდებოდით ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, მაგალითად პლებისციტზე დასმულიყო კითხვა ახალი კონსტიტუციის მიღების და ამის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც იყო მიმართული მომავლისკენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შეთავაზება, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები