17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ჩვენთვის ეს დოკუმენტი ვერ ამოწურავდა ვითარებას - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რადგან მასში არ იყო გადაწყვეტა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.

მისი შეფასებით, ეს "ქართული ოცნების" პოზიციით იყო გამოწვეული. 

"ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების - მელიას და რურუას საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია საკვანძო საკითხები - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის "ქართული ოცნების" პოზიციის გამო, ამიტომ, ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად ვერ ამოწურავდა ვითარებას.

"ოცნებამ" ამ დოკუმენტს, რომელიც არის გამოქვეყნებული, ხელი არ მოაწერა,"-აცხადებს გიგა ბოკერია. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

დიალოგის პროცესში მედიატორის როლის შემსრულებლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მან მხარეებს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის კონკრეტული დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა მოლაპარაკების არცერთმა მხარემ ეს დოკუმენტი არ მიიღო. 

დღის ამბები