17 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოსაწერად მზად არ იყო, ჩვენ ვუხელმძღვანელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და მის წარმომადგენელს,  საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გამართვისთვის მადლობას უხდის.

განცხადება თალაკვაძემ სოციალურ ქსელ twiter-ის მეშვეობით გაავრცელა. 

"მადლიერი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონს მედიაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოსაწერად მზად არ იყო, ჩვენ ვუხელმძღვანელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადებების თანახმად. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ,"- წერს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები