17 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - გაერთიანებული სამეფოს საელჩო დიალოგზე

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში პოლიტიკური დიალოგის უშედეგოდ დასრულებას twiter-ზე გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმება, ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული მოლაპარაკებების ფარგლებში. მოვითხოვთ პროგრესს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების მიმართულებით,"- ნათქვამია განცხადებაში.

მწვავე შეფასებას აკეთებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრიც. 

"მადლობელი ვარ ბატონი დანიელსონის საქართველოში გაწეული მედიაციისთვის. აღმაშფოთებელია და იმედგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ცუდი სიგნალია დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპელი მედიატორის შეთავაზებას ხელი არ მოაწერა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ

დღის ამბები