17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
აუცილებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კარგად გავაანალიზოთ, ბოლომდე გვქონდეს  კომუნიკაცია წყაროსთან დაკავშირებით - კახა კუჭავა

უმრავლესობის წევრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურებიან და  ანგარიშში შესული შენიშვნების მთავარ მიზეზად არასაკმარის კომუნიკაციას ასახელებენ. პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა ამბობს, რომ აუცილებელია როგორც იმის გარკვევა, თუ რატომ მოხვდა ანგარიშში ესა თუ ის შენიშვნა, ასევე ამ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობაც:

"საუბარია იმ აღქმებზე, იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ასევე მოხსენებულია სახალხო დამცველი. აუცილებელია შემდეგი განვითარება, დამატებითი ყურადღების მიქცევა, იმ ხარვეზების გამოსწორება. აუცილებელია, ეს ანგარიში კარგად გავაანალიზოთ, ბოლომდე გვქონდეს მათთან კომუნიკაცია წყაროსთან დაკავშირებით, თუ საიდან იქნა აღებული და რატომ მოხვდა ანგარიშში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავდგათ ის ნაბიჯები, რომ ერთი საქმეც აღარ იყოს მითითებული,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები