"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
სალომე სამადაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია მასსა და ვიოლა ფონ კრამონს შორის შეხვედრაზე "რუსთავი-2 თან" არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ თუ ვიოლა ფონ კრამონი გადაწყვეტს მედიასთან ურთიერთობას, ის ამას თავად გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია და ის სალომე სამადაშვილს შეხვდა.