17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, "გირჩი" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, "გირჩი" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა შემდეგ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩატარდება. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასარკვევი - რა წონა გვაქვს, ჩვენი საქმიანობა როგორ იწონება. აქედან გამომდინარე, მთელი ეს 6 თვე, რომელიც დარჩენილია, ჩათვალეთ, რომ "გირჩი" იქნება წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში," - განაცხადა მეგრელიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

ამასთან, მეგრელიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნება" მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პრობლემის არსს ვერ აღიქვამს.

"მე არ ვიცი ამ კრიზისს რა განმუხტავს. თუ დღევანდელ მოცემულობაში დავრჩებით, დღევანდელი ინსტრუმენტებით ვისარგებლებთ, მე ვერ ვხედავ გამოსავალს. აქედან გამომდინარე, ექსტრაორდინალური რაღაცების ცდა შეიძლება, იმიტომ, რომ მართლა მარტოა დარჩენილი ხელისუფლება პარლამენტში, ეს ფაქტია, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, რომ ეს აწუხებთ მათ. ამ შეხვედრებიდან პირველად მომეცა საშუალება, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ბევრი დრო გამეტარებინა და ამ დასკვნას ვაკეთებ. ამ ხალხს არ ეტყობა, რომ აღიქვამენ პრობლემის სიმწვავეს. შეიძლება მე მეშლება და ისინი მართლები არიან. არ ვიცი..." - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები