პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პრეტენზია "ქართული ოცნების" მიმართ, რაც კრისტიან დანიელსონნმა დოკუმენტში არ ასახა, უსაფოძვლოა.
"სალომე სამადაშვილმა ტყუილი თქვა, თითქოს მათ ჰქონდათ კომპრომისული შეთავაზებები და "ქართული ოცნება" იყო წინააღმდეგი. ის ულტიმატუმები, რომელიც მათ აქვთ, ბატონ დანიელსონს არ ჰქონდა დოკუმენტში ასახული. როგორც ჩანს, ეს წინადადებები ჰქონდათ მათ დიპლომატის მიმართ, რომელიც ბატონმა დანიელსონმა არ ჩათვალა, რომ ასახულიყო დოკუმენტში, ამიტომ აქ "ქართული ოცნება" არაფერ შუაში არ არის.
რაც შეეხება მოცემულ 5 საკითხს, ჩვენ ვთქვით, რომ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გვაქვს პრინციპული თანხმობა და პრინციპულად მზად ვიყავით ამ დოკუმენტისთვის მოგვეწერა ხელი. გვქონდა გარკვეული შენიშვნები და ამ შენიშვნების დეტალურ განხილვამდე საქმე არც კი მისულა, ვინაიდან ოპონენტებმა დააყენეს ორი ულტიმატუმი - რიგგარეშე არჩევნები, რომელზეც დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი, ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს არ აქვს არანაირი ეჭვი 2020 წლის 31 ოქტომბრის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მეორე ულტიმატუმი, რაც ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, ეს იყო გიორგი რურუას მყისიერი გამოშვება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ესეც, თავად მედიატორმა არ ასახა დოკუმენტში. პრეტენზიები მათ უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ ვერ შეძლეს თავიანთ თავში მოეძებნათ ძალა კომპრომისისთვი," - განაცხადა "დღის კურიერში" შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმითვე, რიგგარეშე არჩევნებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე "ქართული ოცნებისა" და ევროკავშირის პოზიცია იდენტურია.