"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. განცხადებას ის უახლოეს საათებში გააკეთებს.
რა გახდა მაჭავარიანის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებდა.
მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 12 ივნისს დაიკავა, ვიცე-პრემიერის პოსტი კი - 2021 წლიდან.
ივანე მაჭავარიანი უკვე მეორე მინისტრია, ვინც ბოლო 2 თვის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი დატოვა.
მას შემდეგ, რაც "კურიერმა" მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა, თავად ივანე მაჭავარიანმა სოციალური ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ინფორმაცია დაადასტურა.