ლარის კურსის ვარდნის ტენდენციას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას განმარტებით, პროცესები ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით დაკავშირებულია პანდემიასთან და საგარეო შოკებთან. თუმცა, მისივე თქმით, მთავრობას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ლარმა დასტაბილურება უნდა დაიწყოს.
"აქ არის ორი მიდგომა, ერთი არის მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ჩართულია ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, მეორე არის უფრო საშუალოვადიანი გეგმა, ეს არის ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.