პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ადრე ჰქონდა მიღებული, თუმცა პანდემიის კრიზისის პირობებში, მაჭავარიანმა თანამდებობა დღემდე არ დატოვა.
"გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო,"- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ.
შეკითხვაზე, ვიხილავთ თუ არა ივანე მაჭავარიანს გიორგი გახარიას გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა "არ მგონია ასე მოხდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას გუნდი არ ჰყავს წარდგენილი და არც გეგმებზე უსაუბრია კონკრეტულად."