17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ოპოზიციურ ბანაკში არის ორი ფრთა, ერთი რომელსაც არ სურს შეთანხმება და მეორე, რომელიც იმყოფება რადიკალური ფრთის პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ - არჩილ თალაკვაძე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ბანაკში მინიმუმ ორი ფრთაა, რომელთაგან ერთ ნაწილს შეთანხმება საერთოდ არ სურს, ხოლო მეორე ნაწილს რომელსაც შესაძლოა, სურდეს კიდეც შეთანხმება, თუმცა "რადიკალური ფრთის პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ არის." 

"ამ ოპოზიციურ ბანაკში მინიმუმ არის ორი ფრთა. ერთი, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ სურს შეთანხმება და მეორე, რომელსაც შესაძლოა, სჭირდება და სურს კიდეც ეს შეთანხმება, მაგრამ იმყოფება ძირითადი რადიკალური ფრთის პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ. ეს არის სააკაშვილის ხაზი, სააკაშვილის ინტერესებში, ვინაიდან აღარ აქვს მას იმედი ამდენი წაგებული არჩევნების შემდეგ, რომ შეაგროვებს ამ ქვეყანაში საკმარის მხარდაჭერას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. მას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიოს აქ რაიმე ცვლილებას. თუმცა, როგორც ჩვენ, ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც მას და მისნაირ ადამიანებს უთხრეს, რომ დემოკრატია პარლამენტის გარეთ არ არსებობს, არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროკავშირი მხარს არ უჭერს ქვეყანაში საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე ცვლილებებს,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები