პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ დაასრულონ სახელმწიფოს გამოცდა და თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რადგან ახლა კონსოლიდაციისა და გაერთიანების დროა.
"პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დაასრულონ სახელმწიფოს გამოცდა, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია საზღვარგარეთ და ჩვენი საზოგადოების დაყოფის მცდელობა.
საზოგადოებას დაყოფა არ სურს, ამაზე მეტყველებს ის, რომ მათი მხარდაჭერების უდიდესი ნაწილიც კი არ გამოდის ქუჩაში. დღეს კონსოლიდაციისა და გაერთიანების დროა, რომლის საშუალებაც გუშინ ჩვენ გვქონდა, თუმცა ოპოზიციამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება ყველანაირ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც კიდევ უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.