02 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
არჩილ თალაკვაძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუკი ის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, უმრავლესობა ფაქტს მხოლოდ მიესალმება.

"ჩემთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ მასთან შეხვედრისთვის, თუმცა ჩემთან პირადად ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველოს ოპოზიციასაც აქვს ურთიერთობები ევროპარლამენტში. "ნაციონალურ მოძრაობასა" და  "ევროპის სახალხო პარტიას" ევროპარლამენტში ჰყავთ ძლიერი პარტნიორები.

ამიტომ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის წარმომადგენელს შეხვდა, იმედია ოპოზიციიდან ის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება. რაც მეტი ევროპარლამენტარი იქნება სრულად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჩვენთვის სუბიექტურად ვამბობ, რომ უკეთესია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს საქართველოში შეხვდა, ინფორმაცია ამის შესახებ თავად სალომე სამადაშვილმა არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო. 

 

დღის ამბები