პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე მთავრობის ახალი წევრები წარადგინა.
იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა.
რატი ბრეგაძე არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ასევე დაისპორასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის და ბოლოს უკვე, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.