"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეულები ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან.
"ეს ადამიანები ამბობენ, რომ, ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა. გახსოვთ თუ არა, იქ ვინმე სცენაზე ავარდნილი? არა, იმიტომ რომ, სინამდვილეში რასაც ისინი ამბობენ, ყველაფერი ფარსია. რატომ მაშინ არ გააჟრიალათ მათ?"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.