17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს, ვინ შემოუშვას თავის ქვეყნის ტერიტორიაზე და ვინ არა - გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძისთვის აღშფოთებას იწვევს ფაქტი, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში - ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერს, კოვიდრეგულაციების ფონზე, პრივილეგიები ენიჭება. 

ამასთან, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება, განსაზღვროს ვინ შემოუშვას თავის ქვეყნის ტერიტორიაზე და ვინ არა. 

"ჩვენთვის არის შეზღუდვები და მათთვის არ არის შეზღუდვები? ეს არის უკვე აღმაშფოთებელი, ვინც არ უნდა ჩამოსულიყო, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ, ახლა  გადავიდეთ მეორე ნაწილზე - ორმაგად უფრო აღმაშფოთებელია, როცა ასეთი აბსოლუტურად დაუმსახურებელი პრივილეგიები ეძლევა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც არის ოკუპანტი სახელმწიფო და იმ ადამიანებს, რომლებიც არად დაგიდევენ საქართველოს არც სუვერენიტეტს, არც ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას წინასწარვე ვაფრთხილებდით, რომ არსებობს საქართველოს კანონმდებლობა მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონი, რომლის დარღვევა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუკითხავად  შევიდა თუ არ შევიდა, არსებობს კანონის სულისკვეთებაც და საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება, ანუ დისკრეცია, მან განსაზღვროს, ვინ შემოუშვას თავის ქვეყნის ტერიტორიაზე და ვინ არა,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

დღის ამბები