მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მან საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის შესახებ არ იცოდა. მამუკა მდინარაძეს კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცოდა ეს ამბავი მასზე ადრე, მაგალითად, ელენე ხოშტარიამ.
"გავრილოვის თემას ნუ შევადარებთ გუშინდელ ამბავს. შეთქმულების თეორიაში არ წავალ, მაგრამ სულ მიკვირს და მაშინაც მიკვირდა, როგორ მიმასწრო 10-მა "ნაცმა" ოპოზიციონერმა გავრილოვის სკამთან, მეც გასაპროტესტებლად რომ წამოვედი და ახლაც მიკვირს, მე რომ შუადღეს გავიგე ამბავი ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, როგორ იცოდა ეს, მაგალითად, ელენე ხოშტარიამ ჩემზე გაცილებით ადრე. რატომ ხდება სულ ასე, რატომ ემთხვევა?!
შესაძლოა, მმართველი გუნდიდან, ვიღაცამ სადღაც უწყებაში იცოდა ამის შესახებ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცოდი. მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იმას აქვს, თუ ვინ აორგანიზებს, მაგალითად, გუშინდელ პროტესტს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.