17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ამ გადაწყვეტილებამ დაგვაახლოვა დასავლეთთან - გია ბარამიძე დსთ-ში გაწევრიანებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ "დღის კურიერის" ეთერში უპასუხა ოპონენტების ბრალდებას, თავის დროზე საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით არ ამაყობს, თუმცა, შედეგად, საქართველო დასავლეთს დაუახლოვდა.

"ესენგეში" გაწევრიანებას მხარი დავუჭირე 1993 წელს, როცა მთელი საქართველო დანაწევრებული იყო, ვიცით რა უბედურება გვჭირდა და ისე იყო წაკიდებული ერთმანეთს ორად გაყოფილი ქართული საზოგადოება, რომ ერთად ვერ მოვახერხეთ აფხაზეთში ბრძოლა.

მაშინ, საქართველოს დაქუცმაცების და დანაწევრების გეგმაც იყო გამოცხადებული. მე ვიყავი "მწვანეთა პარტიაში", ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობით, რომელიც თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სჭირდებოდა დროის მოგება, რომ ამოისუნთქოს და ფეხზე დადგესო.

ამ კომპრომისმა გაამართლა, რადგან მას შემდეგ მიიღო საქართველომ კონსტიტუცია, დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა, შევედით ევროსაბჭოში, ჩამოყალიბდა მრავალი პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და თავისუფალი მედია.

იმ პერიოდში, პირველად დაიწყო შევარდნაძემ საუბარი ნატოში გაწევრიანებაზე და დაახლოვდა დასავლეთთან.

ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად არ ვამაყობ, მაგრამ ამან დაგვაახლოვა დასავლეთთან. ეს იყო არამხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილება,"- განაცხდა "დღის კურიერთან" საუბრისას გია ბარამიძემ.

დღის ამბები